Nikolashvili BioProduct


Go to content

Wine

Products

ბიოღვინო - საფერავი


რატომ მიიჩნევა ბიო-საფერავი უნიკალურად? ტრადიციული მეთოდებით, შხამ-ქიმიკატების გარეშე, მხოლოდ ბუნებრივი სასუქით მოყვანილი ნებისმიერი ჯიშის ყურძნისაგან დაწურული და ბიო-ტექნოლოგიებით დაყენებული ღვინო, ბუნებრივია, თავისთავად ფასეულია.

მაგრამ ყურძნის ზოგიერთი ჯიში შეწამვლას ისედაც არ მოითხოვს და მის მოყვანას იმდენი შრომა, ჯაფა, გამორჩეულად სათუთი მოპყრობა არ სჭირდება, როგორც მსოფლიოში ყურძნის ერთ-ერთ უძველეს ჯიშად აღიარებულ საფერავს. იგი ტანინების რაოდენობითაც გამოირჩევა. ეს მთრიმლავი ნივთიერება, რომელსაც "წითელი ღვინის სულსაც" უწოდებენ, მხოლოდ ღვინის გემოს სიღრმეს როდი განსაზღვრავს... მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ტანინები წარმოადგენენ ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ბოჭავენ ორგანიზმში თავისუფალ რადიკალებს, რითაც აჩერებენ ადამიანის დაბერების პროცესს.

გარდა ამისა, ტანინებიანი ღვინის ზომიერად მიღება 30 პროცენტით ამცირებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების ალბათობას, ვინაიდან ეს ნივთიერება სისხლძარღვებს "ცუდი" ქოლესტერინისაგან წმენდს. ამას თუ საფერავის შეუდარებელ და განუმეორებელ საგემოვნო თვისებებსაც დავუმატებთ, ადვილად გასაგები გახდება, რაოდენ ძვირფასი სითხე იმალება "ბიო-საფერავის" ეტიკეტიან ბოთლში...



Back to content | Back to main menu