Nikolashvili BioProduct


Go to content

Qvevri

Wine end Traditions

ქვევრი


ბიო ანუ იგივე ორგანული ღვინო იგივეა, რაც ქართული ტრადიციული ქვევრის ღვინო, რადგან წესების დაცვით ქვევრში დაყენებული ღვინო არათუ ბიოწარმოებაში დაშვებულ პრეპარატებსა და დანამატებს, არამედ საერთოდ არანაირ დანამატს არ საჭიროებს და მათი გამოყენება ქვევრის ღვინის წარმოების დროს ზედმეტ დანახარჯს წარმოადგენს. ქართული ტრადიციული ღვინო წარმოუდგენელია უქვევროდ! ქვევრი არის ფენომენალური ჭურჭელი, რომლის წარმოშობა სათავეს საქართველოს ისტორიის უძველეს წიაღში იღებს.

მექვევრეობა, და ზოგადად, ქვევრი, ქართული ტრადიციული მეღვინეობის განუყოფელი და ერთიანი ნაწილია. ძველად ჩვენში ქვევრები გამოიყენებოდა მარცვლეულის, ერბოს, ყველის, ჭაჭისა თუ სხვა არყის, მწნილეულისა და სხვათა შესანახადაც, მაგრამ მისი წარმოშობა სწორედ მეღვინეობის განვითარებას უკავშირდება და იგი კონკრეტულად ღვინის ჭურჭელს წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, მისი შექმნაც მეღვინეობის დარგის განვითარებას უკავშირდება საქართველოში. რა თქმა უნდა, დიდი ზომის კერამიკული ჭურჭელი არა მარტო ჩვენში, არამედ სხვაგანაც მზადდებოდა, რომელიც ისე, როგორც აქ, სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენებოდა, მაგრამ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ მექვევრეობა, როგორც მეღვინეობაში გამოსაყენებელი ჭურჭლის დარგი, ყველაზე მეტად საქართველოში იყო განვითარებული. ამას ადასტურებს, როგორც მრავალი ისტორიული წყარო, ისე მდიდარი არქეოლოგიური მასალა. ვრცლად...


Back to content | Back to main menu